ციფრული სამყაროს მუდმივ ზრდასთან და განვითარებასთან ერთად, იზრდება ამ უსასრულო სამყაროში იმ ინფორმაციის მოცულობაც, რომელსაც ჩვენ კონტენტს ვეძახით. კონტენტით სავსე მეტ-ნაკლებად მოწესრიგებულ ქაოსში, ყველა ბრენდი ცდილობს მიიპყროს მომხმარებლის ისედაც დეფიციტური ყურადღება და განსაკუთრებულ წარმატებას ისინი აღწევენ, ვინც აღიარებენ, რომ “Content is the KING” და ქმნიან გამორჩეულად კარგ კონტენტს.
და მაინც რა აქცევს კონტენტს გამორჩეულად კარგ კონტენტად? სწორი მედია სტრატეგია და გეგმა? საინტერესო Insight-ები? თვალისმომჭრელი ვიზუალები თუ კოხტად მორგებული ქოფი? თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველაფერი ერთად და კიდევ რაღაც-რაღაცები. ContentCreation & Copywriting კურსი სწორედ ისეა ოპტიმიზირებული, რომ სტუდენტებმა ისწავლონ, როგორ შექმნან ყველაფრის იდეალური კომბინაცია.
პრაქტიკული დავალებებით დახუნძლული 3-თვიანი კურსი სრულად მოგამზადებს რეალური საქმისთვის, რომელიც წინგელოდება, თუ ამ პროფესიას გინდა გაჰყვე.
ბრენდთან პირველი შეხება ადამიანს სწორედ სოციალურ მედიაში აქვს, კონტენტი, რომელიც მას ხვდება, პირველ შთაბეჭდილებას ახდენს მომხმარებელზე. ხარისხიანი, გამართული კონტენტი ნდობის საფუძველს ქმნის, უხარისხო, მოუწესრიგებელი პოსტებით კი შეიძლება გააფუჭო წარმოდგენა რეალურად კარგ პროდუქტზე.
ქართული ბაზარი თავისი თავისებურებებით გამოირჩევა, ამიტომჩვენი მიზანია სწორედ ამ ბაზრის სპეციფიკისთვის შეგამზადოთ.
კონტენტ კრეატორის გამოწვევა მხოლოდ იმაში არაა,რომ უზღვავი კრეატიული იდეები დააგენერიროს, არამედ იმაშია,რომ ამ კრეატიულ იდეებსსწორი მიმართულება მისცეს და შესაბამის აუდიტორიამდეც მიიტანოს.ქოფირაითინგის ნაწილისმიზანია სტუდენტებმა შეძლონ სარეკლამო და არამარტო სარეკლამო ტექსტზე სრულფასოვანიმუშაობა და მათი აღქმა, არამედ ქოფირაითინგისკურსის გავლის შემდეგ, სტუდენტებმა სცენარის, სლოგანის, სტატიების და სხვა სახის ტექსტებისლაკონურად, გამართულად წერა, პერსონაჟის შექმნა, მესიჯზე და ვოისოვერზე მუშაობა შეძლონ.
გადაეშვი 3-თვიან მოგზაურობაში ციფრულ სამყაროში, გამოაღვიძე კრეატიულობა და დაიწყე სტრატეგიული აზროვნება. ააწყე პორტფოლიო და დაიწყე მუშაობა ერთ-ერთი ყველაზე მხიარული პროფესიით, რომელსაც დღეს შეხვდები.
ინოვაციური სასწავლო პრაქტიკები სწავლის პროცესის წარმატებით წასამართად და ხარისხის კონტროლისთვის შედგება რვა კომპონენტისგან:
1) ჰიბრიდული ლექციები ადგილზე Axis Towers Business Centre-ში ან დისტანციურად Zoom-ით
2) ყველა ლექციის Zoom ვიდეო და ხმოვანი ჩანაწერები მუდმვად ხელმისაწვდომი
3) ყველა ლექციის სასწავლო მატერიალები Google Clasroom-ში მუდმვად ხელმისაწვდომი
4) პირადი Teaching Assistant/ სწავლების პერსონალური ასისტენტი 24/7-ზე
5) ანგარიშვალდებულების ციკლი
6) საკომუნიკაციო პლატოფრმა თანაკურსელებისთვის
7) გამოკითხვა 2 კვირაში ერთხელ აქტიურ კომუნიკაციაში დარჩენაში
დასაქმების გარანტიის აღსრულება გამომდინარეობს სამი კომპონენტისგან:
1) კარიერული განვითარების 8 მოდულიანი პროგრამა
2) პარტნიორი დამსაქმებელთა ქსელი
3) პერსონალური კარიერის მენეჯერი.
სწავლის პარალელურად გაივლი კარიერული განვითარების 8 მოდულს რომელიც დაგეხმარება რაც დასაქმებისთვის და შემდგომი პროფესიული განვითარებისთვის საჭირო ინსტრუმენტებს, ტექნიკებს და უნარებს შეგასწავლის. ეს საშუალებას მოგცემს წარმატებით გაიარო ნებისმიერი ტექნიკური და გაცნობითი გასაუბრება და შეისწავლო ზოგადად ტექ ინდუსტრიის დასაქმების როგორც ადგილობრივი ასევე გლობალური ბაზარი.
სწავლის პარალელურად გაივლი კარიერული განვითარების 8 მოდულს რომელიც დაგეხმარება რაც დასაქმებისთვის და შემდგომი პროფესიული განვითარებისთვის საჭირო ინსტრუმენტებს, ტექნიკებს და უნარებს შეგასწავლის. ეს საშუალებას მოგცემს წარმატებით გაიარო ნებისმიერი ტექნიკური და გაცნობითი გასაუბრება და შეისწავლო ზოგადად ტექ ინდუსტრიის დასაქმების როგორც ადგილობრივი ასევე გლობალური ბაზარი.
მოდული 1 - ციფრული სამყაროს გაცნობა და პროფესიული შესაძლებლობები ტექ სფეროში
მოდული 2 - CV - Harvard University Resume Guideline-ის სტანდარტების დაცვით
მოდული 3 - COVER LETTER - Harvard University Cover Letter Guideline-ის სტანდარტების დაცვით
მოდული 4 - LinkedIn-ის მიმოხილვა და პროფილის გამართვა
მოდული 5 - ეფექტური კომუნიკაცია
მოდული 6 - თვითბრენდინგი - საკუთარი თავის ბრენდად ჩამოყალიბება ორგანიზაციის მიღმა
მოდული 7 - ორგანიზაციული ქცევა და ოფისის პოლიტიკა (ოფისის პოლიტიკა, გუნდური მუშაობა და ნეთვორქინგი)
მოდული 8 - ინდივიდუალური Linkedin და რეზიუმეს მიმოხილვა და უკუკავშირი
Digital Institute-ის Partnership-ების გუნდი აქტიურად ემუშავება გლობალურ ბაზარზე არსებულ დამსაქმებლებს იმისათვის, რომ დამსაქმებლებთან დამატებითი უპირატესობა მოიპოვო
დაგენიშნება პერსონალური კარიერის მენეჯერის რომელიც გემუშავება 1:1-ზე იქამდე სანამ არ დასაქმდები. გეხმარებით პოტენციურ დამსაქმებლებთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარებაში, აპლიკაციების გადაგზავნაში, გაცნობითი და ტექნიკური ინტერვიუებისთვის მომზადებაში და წარმატებით წარმართვაში.
კურსის დამთავრებისას, თუ 60% - ს ან მეტს მიიღებ ფინალურ გამოცდაში ისარგებლებ დასაქმების გარანტიით
ხოლო თუ 70% - ს ან მეტს მიიღებ ფინალურ გამოცდაში, ასევე ისარგებლებ კარიერული სერვისებით პირველ დამსაქმებელთან დასაქმებიდან
Digital Institute - ის კარიერული განვითარების მენეჯერები