დარეგისტრირდი 15 ივლისამდე და დაზოგე  ₾1 340 - მდე
FAQ

ხშირად დასმული კითხვები

როგორ დავრეგისტრირდე კურსებზე?
კურსზე რეგისტრაცია პირდაპირ ჩვენი ვებგვერდიდან შეგიძლიათ. გადადით კურსებისგვერდზე → აირჩიეთ სასურველიკურსი → სარეგისტრაციო ველში, შეიყვანეთ თქვენი მონაცემები.

თუ დამოუკიდებლად რეგისტრაცია არ გსურთ, დაგვიკავშირდით და ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ ნებისმიერი საკითხის მოგვარებაში
რა მიმართულებით გაქვთ კურსები?
ჩვენი კურსები მოიცავს როგორც ტექნოლოგიურ, ისე ციფრულ პროფესიებს. შესაბამისად, პროგრამირების მიმართულებებთან ერთად, შესაძლებლობა გექნებათ შეისწავლოთ ის პროფესიებიც, რომლებიც თანამედროვე ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადია.
რა შემთხვევაში მოქმედებს დასაქმების გარანტია?
ჩვენი წარმატებული სტუდენტები (70%+ შეფასების მქონე) ისარგებლებენ დასაქმების გარანტიით. პერსონალური კარიერის მენეჯერი ყოველ მათგანს დაეხმარება პირველი დამსაქმებლის მოძიებასა და დასაქმებაში.

რას მოიაზრებს დასაქმების გარანტია?
დასაქმების გარანტია - კურსის დამთავრების შემდეგ, გემუშავება შენი პირადი კარიერის მენეჯერი იქამდე სანამ არ დასაქმდები.

- კურსის პარალელურად გაივლი 24 მოდულიან კარიერული განვითარების პროგრამას, რომელიც შეგასწავლის დასაქმების ყველა აუცილებელ ინსტრუმენტს და უნარს, რაც საშუალებას მოგცემს წარმატებით გაიარო ნებისმიერი ტექნიკური და გაცნობითი გასაუბრება.
- დასაქმების შემდეგ შენი პერსონალური კარიერის მენეჯერი გემუშავება 1:1-ზე იქამდე სანამ არ დასაქმდები. გეხმარება პოტენციურ დამსაქმებლებთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარებაში, აპლიკაციების გადაგზავნაში, გაცნობითი და ტექნიკური ინტერვიუებისთვის მომზადებაში, და წარმატები წარმართვაში.
კარიერის განვითარებაში როგორ მეხმარებით?
ნებისმიერი კურსის პარალელურად კვირაში ერთხელ კარიერის განვითარების ლექციები ჩაგიტარდებათ, სადაც ისწავლი დამსაქმებელთან ეფექტურ კომუნიკაციას, CV-სა და Cover Letter-ის აწყობას Harvard University Resume Guideline-ის სტანდარტების დაცვით, რეკრუტინგის პროცესის და გასაუბრების წარმატებით წარმართვას და თვითბრენდინგს, რომელიც კარიერის განვითარებაში დაგეხმარებათ.
რა არის MAANG სასწავლო პროგრამა?
Conceptdigital-მა, რომელიც არის ლონდონში დაფუძნებული სოფტვეარ სააგენტო, ბაზარზე  უკვე მრავალი წელია წარმატებით ოპერირებს. მიღებული გამოცდილების საფუძველზე ჩამოაყალიბა MAANG სასწავლო პროგრამა, რომელიც შექმნილია ტექ-გიგანტი კომპანიების დეველოპერებისა და ტექ-რეკრუტერების მიერ. სწორედ ეს სასწავლო პროგრამები ინტეგრირდა მის მიერ დაარსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. მათ შორის Digital Institute-ში, საქართველოში და The London Institute Of Technology-ში, ინგლისში.
რას მოიცავს კარიერის განვითარების 24 მოდულიანი პროგრამა?
პროგრამირების სწავლის პარალელურად გაივლი 24 მოდულიან კარიერის განვითარების პროგრამას, რაც დასაქმებისთვის და შემდგომი პროფესიული განვითარებისთვის საჭირო ინსტრუმენტებს, ტექნიკებს და უნარებს შეგასწავლის. ხსენებული 24 მოდული შემუშავებულია MAANG ანუ Meta, Amazon, Apple, Netflix, Google დეველოპერებისა და ტექ რეკრუტერების მიერ.
ლექციებს აუცილებლად ლეპტოპით უნდა დავესწრო?
კურსის გასავლელად დაგჭირდებათ პერსონალური კომპიუტერი ან ლეპტოპი, საიდანაც შეძლებთ ლექციებზე ჩართვას და დავალებების შესრულებას. იმისათვის, რომ დავალებების შესრულების პროცესი არ შეფერხდეს, რეკომენდებულია მინიმუმ 8GB RAM მონაცემის მქონე კომპიუტერი. თუ გსურთ უფრო დეტალურად მიიღოღ რჩევა, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.
პროგრამირების კურსზე რეგისტრაციამდე
საბაზისო ცოდნა მჭირდება?
წინასწარი საბაზისო განათლება სავალდებულო არაა. 7 თვიანი კურსი ითვალისწინებს სტუდენტების 0-დან Junior დეველოპერამდე განვითარებას.
ვინ არის Teaching Assistant?
კურსსის ფარგლებში გეყოლება პირადი Teaching Assistant/ლექტორის ასისტენტი, რომელთანაც 24/7-ზე, 1-1ზე შეძლებ ნებისმიერ დროს დისტანციური შეხვედრის ჩანიშვნას ნებისმიერი გაუგებარი საკითხის ან თემის გასარჩევად ან დავალების გაკეთებაში დასახმარებლად.
რა გამოცდილება აქვთ ლექტორებს?
ჩვენთან, ყველა მიმართულებით, ვიწვევთ მხოლოდ Senior ლექტორებს, რომლებსაც საკუთარ სფეროში მოღვაწეობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ, როგორც საქართველოს, ისე საერთაშორიო ბაზარზე და ევროპული სტანდარტების ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებენ ჩვენს სტუდენტებს.
რა ასაკიდან შემიძლია კურსებზე რეგისტრაცია?
კურსებზე რეგისტრაცია შესაძლებელია ნებისმიერი ასაკის მსურველისთვის.
როგორ დავრეგისტრირდე The London Institute of Technology-ის კურსებზე ფასდაკლებით?
ფასდაკლების მისაღებად აუცილებელია The London Institute Of Technology-ის სასურველ კურსზე რეგისტრაცია Digital Institute-ის დახმარებით გაიაროთ.
რა შემთხვევაში გაიცემა საერთაშორისო სერთიფიკატი?
კურსის წარმატებით გავლის შემდეგ გაიცემა საერთაშორისო სერტიფიკატი, რომელიც კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება უცხოურ ბაზარზე დასაქმებისთვის.
The London Institute of Technology-ის კურსების გავლისთვის რა დონეზე უნდა ვფლობდე ინგლისურს?
ინგლისური ენის ცოდნის სავალდებულო დონე არ არის დაწესებული, მთავარია შეძლოთ ლექტორთან კომუნიკაცია, დავალებების შესრულება და ლექციაზე ახსნილი მასალის გააზრება. ენის ბარიერის პრობლემის აღმოფხვრაში კი ქართველი Teaching Assistant დაგეხმარებათ და ნებისმიერ გაუგებარ საკითხს დეტალურად აგიხსნით.
სწავლის საფასურის გადანაწილება შესაძლებელია?
სწავლის საფასურის გადანაწილება შეგეძლებათ საქართველოს ბანკის შიდა უპროცენტო განვადების ფარგლებში, თქვენზე მორგებულად.
რა რეჟიმში ტარდება ლექციები?
ლექციები მიმდინარეობს ჰიბრიდულ რეჟიმში, ფიზიკურად - აქსის თაუერსის ბიზნეს ცენტრში (ჭავჭავაძის გამზირი 37 მ), ხოლო ონლაინ - პლატფორმა Zoom-ის მეშვეობით. ტარდება 19 საათიდან 23 საათამდე და მუდმივად მიმდინარეობს მათი ჩაწერა, რომელზე წვდომაც შეუზღუდავად გექნებათ.
რას მოიცავს პრაქტიკული სწავლება?
Digital Institute-ის სწავლება ორიენტირებულია Project Based მეთოდზე, რომლის ფარგლებშიც პრაქტიკული სამუშაოებისა და ვორქშოფების საშუალებით, თეორიულ ცოდნასთან ერთად, მიიღებთ პრაქტიკულ გამოცდილებას, რაც მნიშნელოვანი ხელსაწყოების დაუფლებასა და მათ რეალურ სამუშაო პირობებში თავისუფლად გამოყენებაში დაგეხმარებათ.
რამდენი სტუდენტია თითოეულ ჯგუფში?
იმისთვის, რომ სწავლის პროცესი კიდევ უფრო ეფექტური და თქვენს საჭიროებაზე მორგებული იყოს, თითოეულ ჯგუფში სტუდენტების რაოდენობა მაქსიმუმ 20-25 ადამიანს შეადგენს.
რას გულისხმობს ფინალური გამოცდა?
ყველა კურსის ბოლოს, ფინალური გამოცდის სახით, დამოუკიდებლად იმუშავებთ საბოლოო პროექტზე, რომლის მიხედვითაც შეფასდებით 100 ქულიანი შკალით და შეძლებთ მის ატვირთვას საკუთარ პორტფოლიოში მომავალ დამსაქმებელზე შთაბეჭდილების მოსახდენად და ახალი შესაძლებლობების მოსაზიდად.
კარიერული განვითარების კუთხით რა ღონისძიებებს მთავაზობთ?
პროგრამირების კურსების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, დაგენიშნებათ პერსონალური კარიერის განვითარების მენეჯერი 3 წლის, ხოლო სხვა კურსებზე - 1 წლის ვადით, რომელიც თქვენს დასაქმებასა და პროფესიულ განვითარებაზე იზრუნებს და დაგეხმარებათ როგორც რეზუმესა და ლინკდინის გამართვაში, ასევე მათ პოტენციურ დამსაქმებლებთან გაგზავნასა და მუდმივ განახლებაში.
რა არის საშაბათო სკოლა და რა უნდა გავითვალისწინო მოზარდის რეგისტრაციამდე?
საშაბათო სკოლის მიზანია 12-15 წლამდე მოზარდები დააინტერესოს ტექნოლოგიური და ციფრული პროფესიებით, გააცნოს მათი საწყისები და დაეხმაროს ინოვაციებთან ადაპტირებაში ადრეულ ასაკშივე, რაც მომავალში საკუთარი თავის რეალიზებას გაუმარტივებს.

რეგისტრაციისთვის შეგიძლიათ გადახვიდეთ კურსების გვერდზე, მოძებნოთ საშაბათო სკოლა და მარტივად დააწვეთ რეგისტრაციის ღილაკს, სადაც მოზარდის მონაცემებს შეიყვანთ. ან, შეგიძლიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე და ჩვენი დახმარებით დარეგისტრირდეთ და შეიტყოთ ნებისმიერი თქვენთის საინტერესო ინფორმაცია.
ვერ ვარჩევ სასურველ კურსს, როგორ მოვიქცე?
ამ შემთხვევაში, გირჩევთ ჩანიშნოთ პირადი კონსულტაცია ჩვენს გუნდთან. კოორდინატორები კი დეტალურად აგიხსნიან სასწავლო მიმართულებებსა თუ სპეციფიკებს და თქვენი ინტერესების შესაბამისი კურსის შერჩევაში აუცილებლად დაგეხმარებან.