თანამედროვე ციფრულ ეპოქაში ყველაფერი ძალიან სწრაფად ვითარდება და იცვლება. აუცილებელია თითოეულმა ჩვენგანმა ამ ტემპს ფეხი ავუწყოთ, რათა კონკურენტუნარიანობა შევინარჩუნოთ. ეს კი ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ვსაქმიანობდეთ იმ სფეროებში, რომლებიც თანამედროვეობას და მომავალს ქმნიან. ამ სიას კი , რა თქმა უნდა , სათავეში უდგას დღესდღეობით ყველაზე მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი სფერო - ტექნოლოგია და მისი პროგრამირება ჩვენი საჭიროებების მიხედვით.
მოცემული კურსის განმავლობაში თქვენ შეისწავლით პროგრამირების ერთ - ერთ უმსხვილეს და მუდმივად ზრდად დარგს - მანქანურ სწავლებას. სწავლების ენად შერჩეულია პითონი (python). რატომ პითონი? არსებულ ენათა შორის პითონი არის ყველაზე მოქნილი ენა, გამოიყენება პროგრამირების თითქმის ყველა დარგში. ის რაც პითონს გამოარჩევს ყველა სხვა ენისგან არის ის, რომ იგი არის ყველაზე მარტივი და პროგრამისტებზე ორიენტირებული ენა. პითონის შექმნის მთავარი მიზანი და მიზეზი სწორედ ის იყო, რომ მასზე მომუშავე პერსონალისთვის გაემარტივებინა საქმე, რამაც თავის მხრივ გამოიწვია ის, რომ პითონზე წერა სხვა ენებთან შედარებით დაახლოებით 2-ჯერ უფრო სწრაფად და 2-ჯერ უფრო ნაკლები კოდით ხდება, რაც პითონზე დაწერილი პროექტების დეველოპმენტს პრაქტიკულად 3 - 4-ჯერ აჩქარებს. ასევე პითონზე დაწერილი პროექტები ერთ-ერთი ყველაზე წარმადი, ჩქარი და ეფექტურია, რის გამოც პროგრამირების ზოგიერთი დარგი, მაგალითად ხელოვნური ინტელექტი და მისი განშტოებები პრაქტიკულად 90%-ით პითონზეა დამყარებული. პითონის გამოყენებითაა დაწერილი მრავალი საკვანძო ფუნქციონალი, ისეთი გიგანტი კომპანიების პროდუქტებისა როგორებიცაა: Google, Amazon, Facebook, Instagram, Spotify...
ამ ყველაფრიდან გამომდინარე პითონი ითვლება დამწყებთათვის ყველაზე ოპტიმალურ ენად, მისი სიმარტივის, ეფექტურობისა და მრავალფუნქციურობისდა გამო.
კურსი დაყოფილია ორ ნაწილად:
1. ზოგადი პროგრამირება და მისი საწყისები
2. ვებ დეველოპმენტი
პირველ ნაწილში დაეუფლები პროგრამირების ენას პითონს , ზოგადად პროგრამირების საბაზისო კომპონენტებსა და კონცეფციებს, როგორებიცაა: მონაცემთა ტიპები და სტრუქტურები, პროგრამის მიმდინარეობის მართვა, ფუნქციები, ფაილებთან მუშაობა და ა.შ.
მეორე ნაწილი კი დაეთმობა მანქანურ სწავლების სხვადასხვა ალგორითმებისა და კონცეფციებცისში გარკვევას, შემდგომ კი მათ გამოყენებას სხვადასხვა ამოცანის ამოსახსნელად როგორებიცაა, კლასიფიკაცია ან რეგრესია.
კურსი ორიენტირებულია project based სწავლებაზე, რაც სტუდენტებს აძლევს საშუალებას, რომ მიიღონ არა მხოლოდ თეორიული ცოდნა, არამედ დაეუფლონ თითოეულ ხელსაწყოს და მასთან მუშაობას რეალურ სამუშაო პირობებში, რაც მათ საბოლოოდ დაეხმარება გახდნენ სრულფასოვანი Junior python Machine learning დეველოპერები.კურსის ფარგლებში გეყოლება პირადი Teaching Assistant/ლექტორის ასისტენტი, რომელთანაც 24/7-ზე, 1-1ზე შეძლებ ნებისმიერ დროს დისტანციური შეხვედრის ჩანიშვნას ნებისმიერი გაუგებარი საკითხის ან თემის გასარჩევად , დავალების გაკეთებაში დასახმარებლად.უშუალოდ ამ ყველაფრის სწავლა ჩვენთან მარტივია, რადგან ყველა ლექცია ჰიბრიდულად ანუ ორმხრივად ტარდება, ფიზიკურად Axis Towers Business Centre-ში და დისტანციურად Zoom-ის მეშვეობით, აგრეთვე ყველა ლექციის ვიდეო და ხმოვანი ჩანაწერი კეთდება , რაზეც ლექციის დასრულების შემდეგ მუდმივი წვდომა გექნება, სასწავლო სლაიდები, მატერიალები და დავალებები კი Google Classroom-ში იტვირთება.პროგრამირების სწავლის პარალელურად .გაივლი 24 მოდულიან კარიერის განვითარების პროგრამას, რაც დასაქმებისთვის და შემდგომი პროფესიული განვითარებისთვის საჭირო ინსტრუმენტებს, ტექნიკებს და უნარებს შეგასწავლის. 24 მოდული შემუშავებულია MAANG ანუ Meta, Amazon, Apple, Netflix, Google დეველოპერებისა და ტექ რეკრუტერების მიერ. რაც მთავარია, ყველა წარმატებული კურსდამთავრებული გარანტირებულად დასაქმდება, რადგან გამოგეყოფა პერსონალური კარიერის განვითარების მენეჯერი კურსის დამთავრებიდან 3 წლის ვადით, რომელიც დაგეხმარება როგორც შენი პირველი დამსაქმებლის მოძიებაში , ასევე მოგვიანებით, როგორც უკვე Lower Middle ან Upper Middle დეველოპერად გადასაქმებაში უფრო უკეთეს და მაღალანაზღაურებად პროექტებზე.ასევე მიიღებ წვდომას Digital Institute-ის პარტნიორ დამსაქმებელთა ქსელზე და გექნება შესაძლებლობა მოითხოვო და მიიღო ოფიციალური წერილი და რეკომენდაცია Digital Institute-ისგან დამსაქმებელთან წარსადგენად.
დასაქმების გარანტიის აღსრულება გამომდინარეობს სამი კომპონენტისგან:
1) კარიერული განვითარების 12 მოდულიანი პროგრამა
2) პარტნიორი დამსაქმებელთა ქსელი
3) პერსონალური კარიერის მენეჯერი.
სწავლის პარალელურად გაივლი კარიერული განვითარების 12 მოდულს რომელიც დაგეხმარება რაც დასაქმებისთვის და შემდგომი პროფესიული განვითარებისთვის საჭირო ინსტრუმენტებს, ტექნიკებს და უნარებს შეგასწავლის. ეს საშუალებას მოგცემს წარმატებით გაიარო ნებისმიერი ტექნიკური და გაცნობითი გასაუბრება და შეისწავლო ზოგადად ტექ ინდუსტრიის დასაქმების როგორც ადგილობრივი ასევე გლობალური ბაზარი.
სწავლის პარალელურად გაივლი კარიერული განვითარების 24 მოდულს რომელიც დაგეხმარება რაც დასაქმებისთვის და შემდგომი პროფესიული განვითარებისთვის საჭირო ინსტრუმენტებს, ტექნიკებს და უნარებს შეგასწავლის. ეს საშუალებას მოგცემს წარმატებით გაიარო ნებისმიერი ტექნიკური და გაცნობითი გასაუბრება და შეისწავლო ზოგადად ტექ ინდუსტრიის დასაქმების როგორც ადგილობრივი ასევე გლობალური ბაზარი.
მოდული 1 - ციფრული სამყაროს გაცნობა და პროფესიული შესაძლებლობები ტექ სფეროში
მოდული 2 - CV - Harvard University Resume Guideline-ის სტანდარტების დაცვით
მოდული 3 - COVER LETTER - Harvard University Cover Letter Guideline-ის სტანდარტების დაცვით
მოდული 4 - LinkedIn-ის მიმოხილვა და პროფილის გამართვა
მოდული 5 - ეფექტური კომუნიკაცია
მოდული 6 - ლიდერშიფი/Leadership
მოდული 7 - სტრესის და დროის მენეჯმენტი, კომპანიის კომპლექსური ქეისების მაგალითები/ ჰიბრიდულად და დისტანციურად მუშაობის გამოწვევები
მოდული 8 - თვითმოტივაცია
მოდული 9 - თვითბრენდინგი - საკუთარი თავის ბრენდად ჩამოყალიბება ორგანიზაციის მიღმა
მოდული 10 - ორგანიზაციული ქცევა და ოფისის პოლიტიკა (ოფისის პოლიტიკა, გუნდური მუშაობა და ნეთვორქინგი)
მოდული 11 - ინდივიდუალური Linkedin და რეზიუმეს მიმოხილვა და უკუკავშირი
მოდული 12 - დამსაქმებლებთან კომუნიკაციის პირადი პორტფოლიო (Hubspot)
Digital Institute-ის Partnership-ების გუნდი აქტიურად ემუშავება გლობალურ ბაზარზე არსებულ დამსაქმებლებს იმისათვის, რომ დამსაქმებლებთან დამატებითი უპირატესობა მოიპოვო
დაგენიშნება პერსონალური კარიერის მენეჯერის რომელიც გემუშავება 1:1-ზე იქამდე სანამ არ დასაქმდები. გეხმარებით პოტენციურ დამსაქმებლებთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარებაში, აპლიკაციების გადაგზავნაში, გაცნობითი და ტექნიკური ინტერვიუებისთვის მომზადებაში და წარმატებით წარმართვაში.
კურსის დამთავრებისას, თუ 60% - ს ან მეტს მიიღებ ფინალურ გამოცდაში ისარგებლებ დასაქმების გარანტიით
ხოლო თუ 70% - ს ან მეტს მიიღებ ფინალურ გამოცდაში, ასევე ისარგებლებ კარიერული სერვისებით პირველ დამსაქმებელთან დასაქმებიდან
Digital Institute - ის კარიერული განვითარების მენეჯერები
ინოვაციური სასწავლო პრაქტიკები სწავლის პროცესის წარმატებით წასამართად და ხარისხის კონტროლისთვის შედგება რვა კომპონენტისგან:
1) ჰიბრიდული ლექციები ადგილზე Axis Towers Business Centre-ში ან დისტანციურად Zoom-ით
2) ყველა ლექციის Zoom ვიდეო და ხმოვანი ჩანაწერები მუდმვად ხელმისაწვდომი
3) ყველა ლექციის სასწავლო მატერიალები Google Clasroom-ში მუდმვად ხელმისაწვდომი
4) პირადი Teaching Assistant/ სწავლების პერსონალური ასისტენტი 24/7-ზე
5) ანგარიშვალდებულების ციკლი
6) საკომუნიკაციო პლატოფრმა თანაკურსელებისთვის
7) გამოკითხვა 2 კვირაში ერთხელ აქტიურ კომუნიკაციაში დარჩენაში