დღევანდელ, ციფრულ სამყაროში, სადაც ყოველდღიურად უამრავ ციფრულ პროდუქტს ვიყენებთ სხვადასხვა მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, UX/UI დიზაინერის როლი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. ციფრული პროდუქტის წარმატება დამოკიდებულია არამხოლოდ მის ფუნქციურ მხარეზე, არამედ იმაზე თუ როგორ ურთიერთქმედებს მომხმარებელი პროდუქტთან. კარგად შემუშავებული სამომხმარებლო გამოცდილება და დახვეწილი ინტერფეისი ნებისმიერი ციფრული პროდუქტის წარმატების საწინდარია, რადგან სწორედ ეს ფაქტორები განსაზღვრავს მომხმარებლის აღფრთოვანებას და ბრენდის მიმართ მიჯაჭვულობას, UX/UI დიზაინერი კი სწორედ ის ადამიანია, ვინც ამ ყველაფერზეა პასუხისმგებელი.
ვინაიდან ციფრული სამყარო ყოველდღიურად სწრაფად ვითარდება, UX/UI დიზაინიც უფრო და უფრო მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი პროფესია ხდება. ეს კურსი კი სწორედ იმას ემსახურება, რომ თქვენ ისწავლოთ და შეძლოთ ციფრული პროდუქტის შექმნა დამოუკიდებლად.
UX (User Experience – მომხმარებლის გამოცდილება) დიზაინი განსაზღვრავს, თუ როგორ ხდება მომხმარებლის ურთიერთქმედება აპლიკაციასთან ან ვებგვერდთან, რამდენად მარტივია იმ ამოცანის შესრულება, რისთვისაც პროდუქტს იყენებს. საბოლოო ჯამში, UX დიზაინერის საქმეა განსაზღვროს, რამდენად ადვილი ან რთულია ურთიერთქმედება იმ ინტერფეისთან.
ამ კურსის განმავლობაში თქვენ შეისწავლით თუ როგორ შექმნათ მობილური აპლიკაცია, თუ ვები ნულიდან. კურსის მანძილზე დაწვრილებით გაეცნობით ყველა იმ საჭირო სქილებს და მიიღებთ თეორიულ თუ პრაქტიკულ ცოდნას, რომელიც დაგჭირდებათ დიზაინზე მუშაობის პროცესში. ისწავლით როგორ გაუძღვეთ პროცესს ბრიფის მიღებიდან პროექტის გაშვებამდე, ინფრომაციული არქიტექტურის დალაგებას, ვაიფრეიმებისა და პროტოტიპების აწყობას, მარტივი თუ კომპლექსური დიზაინ სისტემის შემუშავებას, დაეუფლებით Figma-ს, გაეცნობით სხვადასხვა დიზაინ მიდგომებსა და თეორიულ საკითხებს. კურსი მოიცავს პრაქტიკაზე დაფუძნებულ სწავლებას, რაშიც იგულისხმება დავალებები და ინდივიდუალური პროექტი, რომელიც სამომავლოდ ციფრული პროდუქტის შექმნაში გამოგადგებათ
კურსი განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც პირველ ნაბიჯს დგამენ ამ სფეროში, უბრალოდ არიან დაინტერესებულები ან ცდილობენ თავიანთ ცოდნას უფრო მეტად სტრუქტურული სახე მისცენ.
დასაქმების გარანტიის აღსრულება გამომდინარეობს სამი კომპონენტისგან:
1) კარიერული განვითარების 12 მოდულიანი პროგრამა
2) პარტნიორი დამსაქმებელთა ქსელი
3) პერსონალური კარიერის მენეჯერი.
სწავლის პარალელურად გაივლი კარიერული განვითარების 12 მოდულს რომელიც დაგეხმარება რაც დასაქმებისთვის და შემდგომი პროფესიული განვითარებისთვის საჭირო ინსტრუმენტებს, ტექნიკებს და უნარებს შეგასწავლის. ეს საშუალებას მოგცემს წარმატებით გაიარო ნებისმიერი ტექნიკური და გაცნობითი გასაუბრება და შეისწავლო ზოგადად ტექ ინდუსტრიის დასაქმების როგორც ადგილობრივი ასევე გლობალური ბაზარი.
სწავლის პარალელურად გაივლი კარიერული განვითარების 24 მოდულს რომელიც დაგეხმარება რაც დასაქმებისთვის და შემდგომი პროფესიული განვითარებისთვის საჭირო ინსტრუმენტებს, ტექნიკებს და უნარებს შეგასწავლის. ეს საშუალებას მოგცემს წარმატებით გაიარო ნებისმიერი ტექნიკური და გაცნობითი გასაუბრება და შეისწავლო ზოგადად ტექ ინდუსტრიის დასაქმების როგორც ადგილობრივი ასევე გლობალური ბაზარი.
მოდული 1 - ციფრული სამყაროს გაცნობა და პროფესიული შესაძლებლობები ტექ სფეროში
მოდული 2 - CV - Harvard University Resume Guideline-ის სტანდარტების დაცვით
მოდული 3 - COVER LETTER - Harvard University Cover Letter Guideline-ის სტანდარტების დაცვით
მოდული 4 - LinkedIn-ის მიმოხილვა და პროფილის გამართვა
მოდული 5 - ეფექტური კომუნიკაცია
მოდული 6 - ლიდერშიფი/Leadership
მოდული 7 - სტრესის და დროის მენეჯმენტი, კომპანიის კომპლექსური ქეისების მაგალითები/ ჰიბრიდულად და დისტანციურად მუშაობის გამოწვევები
მოდული 8 - თვითმოტივაცია
მოდული 9 - თვითბრენდინგი - საკუთარი თავის ბრენდად ჩამოყალიბება ორგანიზაციის მიღმა
მოდული 10 - ორგანიზაციული ქცევა და ოფისის პოლიტიკა (ოფისის პოლიტიკა, გუნდური მუშაობა და ნეთვორქინგი)
მოდული 11 - ინდივიდუალური Linkedin და რეზიუმეს მიმოხილვა და უკუკავშირი
მოდული 12 - დამსაქმებლებთან კომუნიკაციის პირადი პორტფოლიო (Hubspot)
Digital Institute-ის Partnership-ების გუნდი აქტიურად ემუშავება გლობალურ ბაზარზე არსებულ დამსაქმებლებს იმისათვის, რომ დამსაქმებლებთან დამატებითი უპირატესობა მოიპოვო
დაგენიშნება პერსონალური კარიერის მენეჯერის რომელიც გემუშავება 1:1-ზე იქამდე სანამ არ დასაქმდები. გეხმარებით პოტენციურ დამსაქმებლებთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარებაში, აპლიკაციების გადაგზავნაში, გაცნობითი და ტექნიკური ინტერვიუებისთვის მომზადებაში და წარმატებით წარმართვაში.
კურსის დამთავრებისას, თუ 60% - ს ან მეტს მიიღებ ფინალურ გამოცდაში ისარგებლებ დასაქმების გარანტიით
ხოლო თუ 70% - ს ან მეტს მიიღებ ფინალურ გამოცდაში, ასევე ისარგებლებ კარიერული სერვისებით პირველ დამსაქმებელთან დასაქმებიდან
Digital Institute - ის კარიერული განვითარების მენეჯერები
ინოვაციური სასწავლო პრაქტიკები სწავლის პროცესის წარმატებით წასამართად და ხარისხის კონტროლისთვის შედგება რვა კომპონენტისგან:
1) ჰიბრიდული ლექციები ადგილზე Axis Towers Business Centre-ში ან დისტანციურად Zoom-ით
2) ყველა ლექციის Zoom ვიდეო და ხმოვანი ჩანაწერები მუდმვად ხელმისაწვდომი
3) ყველა ლექციის სასწავლო მატერიალები Google Clasroom-ში მუდმვად ხელმისაწვდომი
4) პირადი Teaching Assistant/ სწავლების პერსონალური ასისტენტი 24/7-ზე
5) ანგარიშვალდებულების ციკლი
6) საკომუნიკაციო პლატოფრმა თანაკურსელებისთვის
7) გამოკითხვა 2 კვირაში ერთხელ აქტიურ კომუნიკაციაში დარჩენაში